თუ თქვენი კომპანია არის გადასახადის გადამხდელი, სისტემაში ინფორმაციის რეგისტრაციის მიზნით:

  • აირჩიეთ ძირითადი პარამეტრები > გადასახადის პარამეტრები
  • მონიშნეთ ‘დიახ‘ ნაწილში ‘მე ვარ გადასახადის გადამხდელი
  • დააკლიკეთ ‘გადასახადის ტიპი‘ და აირჩიეთ ‘დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ)’
  • ჩაწერეთ გადასახადის გადამხდელის კოდი
  • გრაფაში ‘Rs მომხმარებელი‘ ჩაწერეთ ვებგვერდზე www.rs.ge-ზე თქვენი კომპანიის მომხმარებლის სახელი
  • გრაფაში ‘Rs პაროლი’ ჩაწერეთ ვებგვერდზე www.rs.ge-ზე თქვენი კომპანიის პაროლი
  • გრაფაში ‘სხვა პაროლი‘ მიუთითეთ ნებისმიერი ციფრი
  • გრაფაში ‘განაკვეთი‘  ჩაწერეთ ციფრი 18.

შენიშვნა: სისტემა SNACK ავტომატურად ახორციელებს საქართველოს საგადასახადო სამსახურის ვებგვერდიდან (www.rs.ge) სასაქონლო ზედნადებების ავტომატურად ჩატვირთვას სისტემაში.