თვით-მომსახურების & თვით-შეკვეთის სისტემა ‘სნექ’

გააუქმეთ რიგები, გამოათავისუფლეთ თანამშრომლების სამუშაო დრო, მიეცით შესაძლებლობა თქვენს კლიენტებს შეუკვეთონ მათთვის სასურველი კერძები და სასმელები ‘სნექ’-ის თვით-მომსახურების სისტემის მეშვეობით

სისტემა ‘სნექ’ – ეს არის მომავლის ტექნოლოგია თქვენი სწრაფი კვების ბიზნესში

თვით-მომსახურების სისტემა: საუკეთესო გადაწყვეტილება სწრაფი კვების ბიზნესისთვის

‘სნექ’-ის თვით-მომსახურების სისტემა ხელს უწყობს სწრაფი კვების ბიზნესის მუშაობას და ზრდის კლიენტთა კმაყოფილების დონეს. კლიენტებს აქვთ შესაძლებლობა თავად შეარჩიონ მათთვის სასურველი კერძები და სასმელები, შეცვალონ მისი შემადგენლობა და რაოდენობა.

ახალი ტექნოლოგია სამზარეულოს პერსონალისთვის

თვით-შეკვეთის კიოსკში განთავსებული შეკვეთები ავტომატურად გადადის სამზარეულოში განთავსებულ ეკრანზე რაც გამორიცხავს შეკვეთის დაგვიანებას ან ცუდ კომუნიკაციას.
თვით-მომსახურების კიოსკის გამოყენება ათავისუფლებს თანამშრომლებს შეკვეთების აღების სამუშაოებისგან ხოლო ბიზნესს კი აძლევს შესაძლებლობას მართოს სწრაფი კვების ბიზნესი მცირე რაოდენობის პერსონალით.

გაყიდეთ მეტი ‘სნექ’-ის თვით-შეკვეთის სისტემით

თვით-შეკვეთის სისტემის გაყიდვების ზრდის ფუნქცია ავტომატურად ზრდის ერთი შეკვეთის თანხას 40-50%-ით. შეკვეთის განთავსების დროს სისტემა თქვენს კლიენტებს ავტომატურად სთავაზობს სასმელებს და დესერტებს, რითაც კლიენტებს აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ მათთვის სასურველი სასმელი ან დესერტი რაც აისახება თქვენი ბიზნესის გაზრდილ შემოსავლებში.

თქვენს კლიენტებს შეიძლიათ ნახონ როდის აიღონ შეკვეთა

თვით-შეკვეთის კიოსკში შეკვეთის განთავსებისთანავე სისტემა შეკვეთას ანიჭებს ნომერს რომელიც გამოჩნდება შეკვეთების ნომრების მონიტორზე. კლიენტს აქვს შესაძლებლობა თვალი ადევნოს შეკვეთის მომზადების დაწყების და დასრულების დროს მონიტორის მეშვეობით და აიღონ თავიანთი შეკვეთა.

მენიუს შედგენა, თვით-ღირებულების გამოთვლა

გსურთ იცოდეთ თითოეული კერძის ან სასმელის თვითღირებულება? შეადგინეთ კერძის ან სასმელის მენიუ თავისი რეცეპტებით და სისტემა ‘სნექ’ ავტომატურად გამოიანგარიშებს კერძის ან სასმელის თვითღირებულებას.

სისტემა ‘სნექ’-ის საშუალებით თქვენს უცხოელ კლიენტებს შესთავაზეთ მენიუ თავიანთ ენაზე.

ფინანსური რეპორტები და ანალიტიკა

თვით-შეკვეთბის სისტემა ‘სნექ’-ის ანალიტიკური, სტატიტიკური და ფინანსური რეპორტების დიდი არჩევანი თქვენ როგორც რესტორნის მფლობელს და მენეჯერს გაძლევთ სრულყოფილ და აუცილებელ მონაცემებს თქვენი რესტორნის საქმიანობის შედეგების შესახებ

საუკეთესო სისტემა სწრაფი კვების რესტორნის ბიზნესის მფლობელებისთვის

  • რეცეპტის მეშვეობით მენიუს შედგენა

  • თვითღირებულების დაანგარიშება, გასაყიდი ფასის დადგენა

  • მარაგების აღრიცხვა და გაყიდვის შემდეგ ჩამოწერა

  • ნახევარფაბრიკატების წარმოება და კერძში ინგრედიენტად გამოყენება

  • მრავალ საწყობიანი მართვა

  • 28 ერთეული სტატისტიკური, ანალიტიკური და საბუღალტრო რეპორტები

  • შეკვეთების წაშლის კონტროლი

  • თანამშრომლების უფლებების კონტროლი

  • ინტეგრაცია სხვა სისტემებთან (GSN, RS.GE)

აირჩეი სისტემა ‘სნექ – მართე ბიზნესი გონივრულად

ჩვენ ვახორციელებთ ყოველდღიურ ტექნიკურ-საკონსულტაციო მომსახურებას ჩვენი კლიენტებისთვის. ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ თვით-მომსახურების სისტემის აწყობაში და თქვენი პერსონალისთვის ჩავატაროთ სრულყოფილი ტრენინგები რათა უკეთ შეძლოთ ყველა ფუნქციის სრულად გამოყენება მუშაობის პროცესში.

Marketing Expert
ანა
კონსულტანტი

გმადლობთ, მალე დაგიკავშირდებით.

SNACK – სისტემა ყველა ტიპის სწრაფი კვების მომსახურების ბიზნესისთვის