თქვენ ამ გვერდზე გაეცნობით პასუხებს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე სისტემაში მუშაობის შესახებ
სისტემა ‘Snack’-ის გუნდი რეგურალურად გამოაქვეყნებს სისტემაში მუშაობის ინსტრუქციებს. გთხოვთ ეწვიოთ თითოეულ განყოფილებას. იმ შემთხვევაში თუკი ვერ მიიღეთ პასუხი თქვენთვის საჭირო კითხვაზე, ან არ ხართ დარწმუნებული როგორ შეასრულოთ მოქმედება სისტემაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
მენიუს მოკლე დროში სისტემაში შესაყვანად შეასრულეთ ქვემოთ მოცემული ინსტრუქცია ზუსტი თანმიმდევრობით:
მარცხენა მხარეს სისტემის მენიუდან:
- დაამატეთ ზომის ერთეულები: კილოგრამი, გრამი, ლიტრი, მილილიტრი, ცალი, ჭიქა, ბოთლი, და ა. შ. (აირჩიეთ მენიუ > ზომის ერთეულები > დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება’)
- დაამატეთ მენიუს კატეგორიები როგორიცაა: ცივი კერძები, ცხელი კერძები, უალკოჰოლო სასმელები, ალკოჰოლური სასმელები, დესერტი, ყავა და ჩაი და ა.შ. (აირჩიეთ მენიუ > მენიუს კატეგორიები > დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება’)ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ მენიუ:
- აირჩიეთ მენიუ > მენიუ > დაკლიკეთ ღილაკს დამატება
- ველში ‘სახელი’ ჩაწერეთ თქვენი კერძის ან სასმელის დასახელება
- აირჩიეთ ‘მენიუს კატეგორია‘ (მაგ; ცივი კერძები, ცხელი კერძები, დესერტი და ა. შ) რომელსაც ეკუთვნის მოცემული კერძი ან სასმელი
- თუ კერძი არის ვეგეტარიანული, შეკითხვაზე ‘არის ეს ვეგ. კერძი? აირჩიეთ ‘დიახ‘
- თუ არეგისტრირებთ სასმელს, შეკითხვაზე ‘არის ეს სასმელი? აირჩიეთ ‘დიახ‘
- თუ ბარის სასმელს არეგისტრირებთ სისტემაში, შეკითხვაზე ‘არის ეს ბარის სასმელი? აირჩიეთ ‘დიახ‘
- ჩაწერეთ კერძის ან სასმელის გასაყიდი ფასი ველში ‘გასაყიდი ფასი (გადას. ჩათვლით)’დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა‘.თუ გსურთ კერძების და სასმელების ფოტოების ატვირთვა სისტემაში:
- ფოტოს ზომა აუცილებლად უნდა იყოს 200px x 100px, ფოტოები შეგიძლიათ ატვირთოთ ფოტოზე ნაჩვენებ ღილაკზე დაკლიკებით
თუკი თქვენს მიერ გასაყიდი კერძი ან სასმელი სხვადასხვა ზომებისგან შედგება (მაგალითან ბურგერი: პატარა, საშუალო და დიდი), დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება’ და შეავსეთ ზემოთ მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად
პასუხი არის – დიახ! კერძის და სასმელის გაყიდვისთანავე სისტემა SNACK-ში განხორციელდება მარაგების ავტომატური ჩამოწერა, კერძის და სასმელის რეცეპტის შესაბამისად.
პასუხი არის – დიახ! სისტემა ‘SNACK’ ინტეგრირებულია საგადასახადო სამსახურის ვებგვერდთან www.rs.ge და სასაქონლო ზედნადებით გაწერილი მარაგები ავტომატურად ჩაიტვირთება სისტემაში.
პასუხი არის – დიახ! კერძის და სასმელის სისტემაში რეგისტრაციის დროს, აუცილებლად უნდა მიუთითოთ რეცეპტის შემადგენელი ინგრედიენტების ოდენობა, შესაბამისად სისტემა SNACK დაიანგარიშებს კერძის ან სასმელის თვითღირებულებას.
იმ შემთხვევაში თუკი სისტემაში დაარეგისტრირეთ კერძი ან სასმელი და არ ჩანს ის მენიუში POS-ის ნაწილში, ამისათვის:
- მარცხენა მხარეს დააკლიკეთ ღილაკს ‘ობიექტები‘
- გაიხსნება გვერდი სადაც მოცემულია ობიექტ(ებ)ის დასახელება რომლის მართვა ხდება სისტემით
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შეცვლა‘
- იპოვეთ კერძი ან სასმელი რომელიც უკვე დაარეგისტრირეთ და არ ჩანს მენიუში POS-ის ნაწილში
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა’ და ის უკვე გამოჩნდება მენიუში
სისტემაში კერძის ან სასმელის რეგისტრაციის შემდეგ აუცილებელია მისი იმ ობიექტისთვის მიკუთვნება სადაც უნდა მოხდეს მისი გაყიდვა, ამისათვის:
- მარცხენა მხარეს დააკლიკეთ ღილაკს ‘ობიექტები‘
- გაიხსნება გვერდი სადაც მოცემულია ობიექტ(ებ)ის დასახელება რომლის მართვა ხდება სისტემით
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შეცვლა‘
- იპოვეთ კერძი ან სასმელი რომელიც გსურთ რომ გაიყიდოს შერჩეული ობიექტიდან
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა’
კვებითი მომსახურების ბიზნესში ხშირად ხდება შეკვეთების გაუქმებები, ამის მიზეზები შეიძლება იყოს:
- კერძში ნაპოვნი სხვადასხვა ობიექტები
- ზომაზე მეტად მარილიანი კერძი
- ზომაზე მეტად შემწვარი კერძი
- ვეგეტარიანულის ნაცვლად არავეგეტარიანული კერძის მომზადება
- მიმტანის მიერ დაშვებული შეცდომა
- საკმარისზე მეტადი დიდი დრო კერძის მომზადებისთვის
- სტუმრების წასვლა ობიექტიდან
- და სხვა
შეკვეთის გაუქმების მიზეზების სისტემაში რეგისტრაციის მიზნით:
- აირჩიეთ მთავარი პარამეტრები > შეკვეთის გაუქმების მიზეზები
- დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება‘
- ჩაწერეთ მიზეზი და დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა‘
თუ თქვენი კომპანია არის გადასახადის გადამხდელი, სისტემაში ინფორმაციის რეგისტრაციის მიზნით:
- აირჩიეთ ძირითადი პარამეტრები > გადასახადის პარამეტრები
- მონიშნეთ ‘დიახ‘ ნაწილში ‘მე ვარ გადასახადის გადამხდელი‘
- დააკლიკეთ ‘გადასახადის ტიპი‘ და აირჩიეთ ‘დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ)’
- ჩაწერეთ გადასახადის გადამხდელის კოდი
- გრაფაში ‘Rs მომხმარებელი‘ ჩაწერეთ ვებგვერდზე www.rs.ge-ზე თქვენი კომპანიის მომხმარებლის სახელი
- გრაფაში ‘Rs პაროლი’ ჩაწერეთ ვებგვერდზე www.rs.ge-ზე თქვენი კომპანიის პაროლი
- გრაფაში ‘სხვა პაროლი‘ მიუთითეთ ნებისმიერი ციფრი
- გრაფაში ‘განაკვეთი‘ ჩაწერეთ ციფრი 18.
შენიშვნა: სისტემა SNACK ავტომატურად ახორციელებს საქართველოს საგადასახადო სამსახურის ვებგვერდიდან (www.rs.ge) სასაქონლო ზედნადებების ავტომატურად ჩატვირთვას სისტემაში.
თუ თქვენი კომპანია არ არის გადასახადის გადამხდელი, ამისათვის:
- აირჩიეთ მთავარი პარამეტრები > გადასახადის პარამეტრები
- მონიშნეთ ‘არა‘
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა‘
თქვენი ბიზნესის ლოგოს სისტემაში ატვირთვის შემდეგ ის გამოჩნდება ანგარიშში, ამისათვის:
- აირჩიეთ მთავარი პარამეტრები > კომპანიის ინფორმაცია
- იპოვეთ ლოგოს ატვირთვის ნაწილი და დააკლიკეთ Choose File
- ლოგო უნდა იყოს 200 x 100 პიქსელი
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა‘
- ლოგო გამოჩნდება თქვენს ანგარიშში.
სისტემაში მაგიდების რეგისტრაციის მიზნით:
- აირჩიეთ მთავარი პარამეტრები > მაგიდები
- დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება‘
- აირჩიეთ სართული/სივრცე სადაც მდებარეობს მაგიდა
- დაწერეთ მაგიდის სახელი
- დაწერეთ მაგიდასთან ადგილების რაოდენობა
- დაწერეთ მაგიდის მდებარეობა (მაგ: წინ, გარეთ, შუაში, კუთხეში)
- დაწერეთ მაგიდის აღწერილობა (არ არის სავალდებულო)
- აირჩიეთ ობიექტი რომელსაც ეკუთვნის მოცემული მაგიდა
თუ თქვენი ბიზნესი განთავსებულია რამდენიმე სართულებზე და/ან ასევე მოიცავს სივრცეებს, როგორიცაა მაგ: ლაუნჯი, ბარი, ვერანდა , სისტემაში რეგისტრაციის მიზნით:
- აირჩიეთ ძირითადი პარამეტრები > კომპანიის ინფორმაცია
- დააკლიკეთ ღილაკს ‘სართულები/სივრცეები’
- დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება‘
- დაწერეთ სახელი, მისი აღწერილობა
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა‘
სისტემა SNACK-ში გადახდის ტიპების რეგისტრაციის მიზნით:
- აირჩიეთ მთავარი პარამეტრები > გადახდის ტიპები
- დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება‘
- დაწერეთ გადახდის ტიპის სახელი (მაგ: ნაღდი, ბანკში ჩარიცხვა, ბარათით გადახდა, ონლაინ გადახდა, Glovo, Walt, Elvis) და აღწერილობა (არ არის სავალდებულო)
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა‘
შეკვეთის დახურვის შემდეგ, საბოლოო ანგარიშის დაბეჭდვის მიზნით:
- აირჩიეთ მთავარი პარამეტრები > კომპანიის ინფორმაცია
- ფუნქცია ‘ანგარიშის ბეჭდვა დახურულ შეკვეთაზე‘ – აირჩიეთ ‘დიახ‘
თერმული პრინტერის ფორმატის შესარჩევად:
- აირჩიეთ მთავარი პარამეტრები > კომპანიის ინფორმაცია
- პრინტერის ფორმატის ნაწილში აირჩიეთ 56მმ ან 80მმ, თქვენი პრინტერის ფორმატის შესაბამისად
თუკი თქვენ აწამოებთ მხოლოდ სტუმრების ადგილზე მომსახურებას და არ აწარმოებთ გატანის ან მიწოდების სერვისს, მაშინ თქვენ გესაჭიროებათ მხოლოდ ღილაკი ‘მომსახურება‘ POS-ის ნაწილში,
თუკი თქვენ აწამოებთ მხოლოდ კერძების და სასმელების გატანის სერვისს და არ აწარმოებთ ადგილზე მომსახურების ან მიწოდების სერვისს, მაშინ თქვენ გესაჭიროებათ მხოლოდ ღილაკი ‘გატანა‘ POS-ის ნაწილში,
თუკი თქვენ აწამოებთ მხოლოდ კერძების და სასმელების მიწოდების სერვისს და არ აწარმოებთ ადგილზე მომსახურების ან გატანის სერვისს, მაშინ თქვენ გესაჭიროებათ მხოლოდ ღილაკი ‘მიწოდება‘ POS-ის ნაწილში,
POS-ის ნაწილში არასაჭირო ღილაკების გამორთვის მიზნით:
- აირჩიეთ მთავარი პარამეტრები > კომპანიის ინფორმაცია
- თუ გსურთ დამალოთ ღილაკი ‘მომსახურება‘, დააკლიკეთ ‘შეკვეთის ტიპი – მომსახურება’ და აირჩიეთ ‘დამალე’
- თუ გსურთ დამალოთ ღილაკი ‘გატანა‘, დააკლიკეთ ‘შეკვეტის ტიპი – გატანა‘ და აირჩიეთ ‘დამალე‘
- თუ გსურთ დამალოთ ღილაკი ‘მიწოდება‘, დააკლიკეთ ‘შეკვეთის ტიპი – მიწოდება‘ და აირჩიეთ ‘დამალე’
საბოლოოდ კი დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა‘
მიწოდების მომსახურების საფასურის დადგენის შემდეგ, რომელსაც ასევე ხშირად ეწოდება მიწოდების საკომისიო, სისტემაში ჩაწერის მიზნით:
- აირჩიეთ მთავარი პარამეტრები > კომპანიის ინფორმაცია
- გრაფაში ‘მიწოდების ფასი‘ ჩაწერეთ თქვენს მიერ დადგენილი მიწოდების ფასი, მაგ: 15%
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა’
ადგილზე მომსახურების საფასურის დადგენის შემდეგ, რომელსაც ასევე ხშირად ეწოდება მომსახურების საკომისიო, სისტემაში ჩაწერის მიზნით:
- აირჩიეთ მთავარი პარამეტრები > კომპანიის ინფორმაცია
- გრაფაში ‘მომსახურების ფასი‘ ჩაწერეთ თქვენს მიერ დადგენილი მომსახურების ფასი, მაგ: 10%
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა’
სისტემის მომხმარებელი შეიძლება იყვნენ შემდეგი პირები:
- ბიზნესის მფლობელი
- მენეჯერი
- ბუღალტერი
- საწყობის მენეჯერი
- ბარმენი
- შეფ-მზარეული
- ოფიციანტები
მომხმარებლის დამატების მიზნით:
- აირჩიეთ ადამიანური რესურსები > მომხმარებლის მართვა
- დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება‘
- დაწერეთ მომხმარებლის სახელი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი
- დაწერეთ ‘თანამდებობა‘ (ოფიციანტის შემთხვევაში მიუთითეთ ‘ოფიციანტი’ რომელიც გამოჩნდება ოფიციანტის ნაწილში POS-ში
- მონიშნეთ ობიექტი სადაც ექნება წვდომა მომხმარებელს
- შეკითხვა ‘შესვლა?‘ უპასუხეთ — ‘დიახ‘
- დაწერეთ პაროლი, გაიმეორეთ იგივე პაროლი,
- ოფიციანტებისთვის მიუთითეთ პინ კოდი (სასურველი დააკლიკოთ პინ კოდის გენერატორს და სისტემა ავტომატურად მიანიჭებს პინ კოდს)
- მონიშნეთ ფუნქციები სადაც ექნებათ წვდომა მომხმარებელს (მაგ: მფლობელის შემთხვევაში მონიშნეთ ყველა ფუნქცია, ხოლო ოფიციანტის შემთხვევაში მონიშნეთ მხოლოდ POS)
- თუკი მომხმარებელს ანიჭებთ უფლებას წაშალოს კერძი, სასმელი ან გაყიდვის ტრანზაქცია, მიუთითეთ სპეც კოდი (რეკომენდაცია: ასეთი უფლება შეიძლება ქონდეს მფლობელს, მენეჯერს და სხვა პირს, მფლობელის გადაწყვეტილებით.
სისტემაში თანამშრომლის დამატება ხდება მისი მოსვლის და წასვლის დროის აღრიცხვის მიზნით. მსგავსი აღრიხვა ეხმარება ბიზნესის მფლობელს აკონტროლოს თანამშრომლების მუშაობის ხანგრძლივობა.
- აირჩიეთ ადამიანური რესურსები > თანამშრომლები
- დააკლიკეთ ‘დამატება‘
- სისტემა ავტომატურად მიანიჭებს დოკუმენტის ნომერს
- აირჩიეთ თარიღი, შემდეგ თანამშომლის სახელი
- სისტემა ავტომატურად დააფიქსირებს თანამშრომლის მოსვლის დროს რომელიც ემთხვევა კომპიუტერში არსებულ დროს
- მიუთითეთ თანამშრომლის წასვლის დრო
- გრაფაში ‘შენიშვნა’ ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი შენიშვნა ან კომენტარი
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა’
სისტემა განახორციელებს დარეგისტრირებული თანამშრომლის მუშაობის დროის აღრიხვას რომელიც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თანამშრომლების სიის გვერდზე სვეტში ‘დრო სულ‘
სისტემაში დარეგისტრირებული მომხმარებლისთვის პროფილის შეცვლის მიზნით:
- აირჩიეთ ადამიანური რესურსები > პროფილის შეცვლა
- შეცვალეთ თქვენთვის სასურველი გრაფა: სახელი, ელ. ფოსტა, ტელეფონი
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა’
სისტემაში დარეგისტრირებული მომხმარებლისთვის პაროლის შეცვლის მიზნით:
- აირჩიეთ ადამიანური რესურსები > პაროლის შეცვლა
- შეიყვანეთ ძველი პარილი, შემდეგ კი ახალი პაროლი
- დააკლიკეთ ღილაკს შენახვა
თუკი თქვენი კომპანია არის დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელი, თქვენი სისტემა SNACK-ის გამოყენების დროს აუცილებლად უნდა მონიშნოთ ამის შესახებ.
- აირჩიეთ მთავარი პარამეტრები > გადასახადის პარამეტრები
- ‘მე ვარ გადასახადის გადამხდელი‘ — აირჩიეთ ‘დიახ‘
- აირჩიეთ ‘დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ)‘
- სხვა კოდის გრაფაში ჩაწერეთ ნებისმიერი ციფრი
- გრაფაში ‘განაკვეთი‘ ჩაწერეთ ციფრი 18
სარესტორნო ბიზნესის მართვის დროს საოპერაციო ხარჯებს მიეკუთვნება:
- იჯარა,
- თანამშრომლების ხელფასები,
- კომუნალური გადასახადები,
- დაზღვევის გადახდები,
- ლიცენზიის საფასური,
- მარკეტინგული და სარეკლამო ხარჯები,
- რესტორნის მართვის სისტემის საფასური,
- სამზარეულოს ინვენტარის შეძენის ხარჯები,
- შეკეთების ხარჯები
- საკრედიტო პროცენტის გადახდები
ნებისმიერი ბიზნესის მართვის დროს წარმოიქმნება საოპერაციო ხარჯები, როგორიცაა: იჯარა, თანამშრომლების ხელფასები, კომუნალური გადასახადები, დაზღვევის გადახდები, ლიცენზიის საფასური, მარკეტინგული და სარეკლამო ხარჯები, რესტორნის მართვის სისტემის საფასური, სამზარეულოს ინვენტარის შეძენის ხარჯები, შეკეთების ხარჯები და ა.შ.
საოპერაციო ხარჯების გატარების მიზნით:
- აირჩიეთ ფინანსები > საოპერაციო ხარჯი
- დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება‘
- აირჩიეთ თარიღი, ჩაწერეთ თანხა, აირჩიეთ საოპერაციო ხარჯის კატეგორია, სიიდან აირჩიეთ პასუხისმგებელი პირი
- აირჩიეთ გადახდის მეთოდი
- გრაფაში შენიშვნა ჩაწერეთ გადახდასთან დაკავშირებული კომენტარი ან შენიშვნა.
გაითვალისწინეთ, ნაღდი თანხით გადახდა აისახება სალაროს რეპორტში და სხვა რეპორტებში.
მარაგების მომწოდებლების მიმართ არსებული დავალიანების დაფარვისას, სისტემაში გადახდილი თანხის რეგისტრაციისთვის:
- აირჩიეთ ფინანსები > მომწოდებლის დავალიანების დაფარვა
- დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება‘
- აირჩიეთ თარიღი, მომწოდებელი, მიუთითეთ თანხა, აირჩიეთ გადახდის მეთოდი, ხოლო შენიშვნის გრაფაში ჩაწერეთ თქვენთვის საჭირო კომენტარი ან შენიშვნა.
ნაღდი თანხით გადახდა აისახება როგორც სალაროს რეპორტში, ასევე სხვა რეპორტებშიც.
სისტემა SNACK-ის მოდელით, კერძების და სასმელების დასამზადებლად შეძენილი მარაგები თავს იყრიან მთავარ საწყობში საიდანაც უნდა განხორციელდეს კერძების და სასმელების საწარმოებლად საჭირო რაოდენობის მარაგების გადაწერა როგორც სამზარეულოში, ასევე ბარში ან სხვა საწყობში. შესაბამისად მთავარი საწყობიდან არ ხდება მარაგების ჩამოწერა კერძების და სასმელების დამზადების და გაყივის შემდეგ.
სისტემა SNACK წარმოადგენს მრავალ-საწყობიანი მოდელის სისტემას სადაც აუცილებელია მინიმუმ 1 ქვესაწყობის შექმნა მაინც იმისათვის რომ მარაგების ჩამოწერა მოხდეს მათი ხარჯვის შემდეგ. ქვესაწყობი შეიძლება იყოს სამზარეულო, ბარი, ასევე სასმელების საწყობი, ხორცის საწყობი და ა. შ, კონკრეტული ბიზნესის მოდელიდან გამომდინარე. შესაბამისად ოფიციანტებისგან გაგზავნილი შეკვეთა მიემართება ქვესაწყობში და არა მთავარ საწყობში.
სისტემა ‘SNACK’-ში საწყობის შექმნა აუცილებელია თუკი გსურთ მარაგების ხარჯვის აღრიცხვის წარმოება.
საწყობი შეიძლება იყოს: სამზარეულო და/ან ბარი, ანუ სივრცე სადაც ხორციელდება კერძების და სასმელების მომზადება.
- აირჩიეთ მარაგები > საწყობი
- დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება‘
- დაწერეთ საწყობის სახელი
- მონიშნეთ კატეგორიები
- აირჩიეთ ობიექტი რომელსაც ამარაგებს ეს საწყობი
- აირჩიეთ პრინტერი
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა‘.
საწყობის შექმნის შემდეგ საწყობს ავტომატურად მიენიჭება თაჩ ეკრანის გახსნის ღილაკი რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ შეკვეთების თაჩ ეკრანის გახსნისთვის.
მარაგების შეძენის დროს, სისტემაში რეგისტრირებისას, მათი აღრიცხვა ხდება მთავარ საწყობში, ამისათვის:
- აირჩიეთ მარაგები > შეძენა
- დააკლიკეთ ‘დაამატეთ შეძენა‘
- სისტემა ავტომატურად მიანიჭებს დოკუმენტის ნომერს
- აირჩიეთ მომწოდებელი, თარიღი
- დააკლიკეთ ‘ინგრედიენტების‘ სიას და აირჩიეთ ინგრედიენტი
- დაწერეთ ‘ერთეულის ფასი გადასახადის გარეშე‘
- დაწერეთ ‘რაოდენობა‘
- სისტემა ავტომატურად დაიანგარიშებს ჯამს გადასახადის გარეშე, დღგ-ს და სულ ჯამს გადასახადის ჩათვლით
- გრაფაში ‘გადახდილი‘ მიუთითეთ თანხის ოდენობა რომელიც გადახდილი გაქვთ მარაგების მომწოდებლისთვის, თუკი თანხა არ გაქვთ გადახდილი, მაშინ ჩაწერეთ 0
- სისტემა ავტომატურად დაიანგარიშებს დავალიანების ოდენობას
- მიუთითეთ გადახდის მეთოდი რომელსაც იყენებთ მოცემული მარაგის მომწოდებელ კომპანიასთან ფინანსური ანგარიშსწორების დროს.
შენიშვნა:
თვითღირებულების გაანგარიშების დროს კერძში და სასმელში ინგრედიენტის წილის ფასის გაანგარიშება ხდება გადასახადის გარეშე ფასიდან.
სისტემა SNACK-ის სტრუქტურით, მარაგების შეძენის დროს ყველა ინგრედიენტი შედის მთავარ საწყობში რომელიც შემდგომ მთავარი საწყობის მენეჯერი ან რესტორნის მენეჯერი საჭირო რაოდენობის მარაგებს გადააწერს სხვა საწყობებს. სხვა საწყობი შეიძლება იყოს სამზარეულო ან ბარი, ან სხვა ტიპის საწყობი, რომელიც იღებს კერძების და სასმელების მომზადებისთვის საჭირო რაოდენობის მარაგებს, შესაბამისად მარაგების ჩამოწერის მიზნით სხვა ტიპის საწყობის შექმნა აუცილებელია.
შენიშვნა: კერძების და სასმელების გაყიდვის შემდეგ მთავარი საწყობიდან მარაგების ჩამოწერა არ ხორციელდება.
- აირჩიეთ მარაგები > ტრანსფერი
- დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება‘
- სისტემა ავტომატურად მიანიჭებს დოკუმენტის ნომერს
- მიუთითეთ თარიღი, აირჩიეთ საწყობი საიდანაც ახდენთ მარაგების გადაწერას, შემდეგ აირჩიეთ საწყობი სადაც ახდენთ მარაგების გადაწერას
- დააკლიკეთ ინგრედიენტების სიას და აირჩიეთ ინგრედიენტი რომლის გადაწერას ახდენთ საწყობიდან საწყობში
- სისტემა ავტომატურად ჩასვამს ინგრედიენტის ერთეულის ფასს
- გრაფაში ‘რაოდ/თანხა‘ ჩაწერეთ გადასაწერი ინგრედიენტის ოდენობა
- სისტემა ავტომატურად დაიანგარიშებს გადასაწერი ინგრედიენტის ჯამურ ფასს, ანუ რა თანხის მარაგი იქნება გადაწერილი
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა‘.
მთავარ საწყობში მიღებული მარაგები უნდა იქნეს გადაწერილი 1 ან რამდენიმე საწყობში (საწყობი შეიძლება იყოს სამზარეულო ან ბარი) საიდანაც განხორციელდება მარაგების ხარჯვა/ჩამოწერა ანუ კერძების და სასმელების მომზადება.
მთავარი საწყობიდან სხვა საწყობებში ან საწყობებს შორის მარაგების გადაწერის მიზნით:
- აირჩიეთ მარაგები > ტრანსფერი
- დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება‘
- სისტემა ავტომატურად მიანიჭებს დოკუმენტის ნომერს
- მიუთითეთ თარიღი, აირჩიეთ საწყობი საიდანაც ახდენთ მარაგების გადაწერას, შემდეგ აირჩიეთ საწყობი სადაც ახდენთ მარაგების გადაწერას
- დააკლიკეთ ინგრედიენტების სიას და აირჩიეთ ინგრედიენტი რომლის გადაწერას ახდენთ საწყობიდან საწყობში
- სისტემა ავტომატურად ჩასვამს ინგრედიენტის ერთეულის ფასს
- გრაფაში ‘რაოდ/თანხა‘ ჩაწერეთ გადასაწერი ინგრედიენტის ოდენობა
- სისტემა ავტომატურად დაიანგარიშებს გადასაწერი ინგრედიენტის ჯამურ ფასს, ანუ რა თანხის მარაგი იქნება გადაწერილი
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა‘.
სისტემა SNACK-ის დანერგვის დროს შესაძლებელია მარაგების ერთიანად ატვირთვა რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს დროს. განახორციელეთ მარაგების ხელით გადათვლა და აწონვა, შემდეგ კი ატვირთეთ სისტემაში ერთჯერადად.
- თუ ინგრედიენტები არ გაქვთ სისტემაში დამატებული, ჯერ დაამატეთ ყველა ინგრედიენტი სისტემაში მოცემული ინსტრუქციის გამოყენებით: როგორ დავამატოთ ინგრედიენტები?
ინგრედიენტების სისტემაში დამატების შემდეგ:
- აირჩიეთ მარაგები > მარაგების ერთიანად ატვირთვა
- აირჩიეთ ობიექტი რომლის მარაგების ატვირთვას გეგმავთ
- აირჩიეთ შესაბამისი საწყობი (საწყობი შეიძლება ასევე იყოს სამზარეულო ან ბარი)
- დააკლიკეთ ღილაკს ‘ძებნა‘
- გაიხსნება უკვე დამატებული ინგრედიენტების სია
- სვეტში ‘მიმდინარე მარაგები/მთავარი საწყობი‘ ჩაწერეთ ინგრედიენტის რაოდენობა რომელიც მიიღეთ საწყობის აღწერის შემდეგ
- დააკლიკეთ ‘შენახვა‘
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუკი რომელიმე ინგრედიენტის მარაგის მონაცემების არასწორად ჩაწერეთ, შესწორების მიზნით მხოლოდ შესასწორებელი მარაგის ოდენობის გრაფა შეასწორეთ ზუსტი ციფრით.
მინიმალური მარაგების კონტროლის მიზნით:
- აირჩიეთ რეპორტები > შემცირებული მარაგების რეპორტი
- მოცემულ რეპორტში წარმოდგენილი იქნება ინგრედიენტები რომელთა შეძენა და მარაგების შევსება აუცილებელია შეკვეთების დაუბრკოლებლად მისაღებად.
მარაგების შემცირების კონტროლი ბიზნესს ეხმარება თავიდან აირიდოს დისკომფორტი რომელიც შეიძლება წარმოიქმნას სტუმრისთვის კერძის ან სასმელის მომზადების შეკვეთაზე დაგვიანებული უარის თქმით. ამისათვის სასურველია განხორციელდეს მარაგების ხარჯვის კონტროლი. წინასწარ უნდა განისაზღვროს კონკრეტული ინგრედიენტის მინიმალური ოდენობა (მაგ: ხორცის მინიმალური ოდენობა 10 კგ) როცა უკვე საჭირო იქნება ინგრედიენტის შეძენა. როგორც კი კონკრეტული ინგრედიენტის ოდენობა მიაღწევს გამაფრთხილებელ რაოდენობას, მარაგების განყოფილება აჩვენებს წითლად.
- აირჩიეთ მარაგები > მარაგი
- შეამოწმეთ მარაგების რაოდენ/თანხა სვეტი
მარაგების კორექტირების საჭიროება შეიძლება გაჩნდეს მარაგების აღწერის შემდეგ. მარაგების აღწერის შემდეგ უნდა განხორციელდეს აღწერის შედეგების შედარება სისტემის მარაგების რეპორტთან, ხოლო მიღებული სხვაობა უნდა დაკორექტირდეს რათა აღწერის შედეგად მიღებული მარაგების მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს სისტემის მარაგის რეპორტს.
- აირჩიეთ მარაგები > მარაგების კორექტირება
- დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება‘
- სისტემა ავტომატურად მიანიჭებს დოკუმენტის ნომერს
- აირჩიეთ თარიღი, პასუხისმგებელი პირი და ინგრედიენტების სიიდან აირჩიეთ ინგრედიენტი რომლიც უნდა დააკორექტიროთ
- მოხმარების ოდენობის გრაფაში ჩაწერეთ ის რაოდენობა რომლითაც უნდა გაიზარდოს ან შემცირდეს ინგრედიენტის ოდენობა
- დააკლიკეთ მოხმარების სტატუსის გრაფას და აირჩიეთ Plus ან Minus
- შენიშვნის გრაფაში ჩაწერეთ კომენტარი ან შენიშვნა
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა‘
ვადაგადული, დამპალი და გამოყენებისთვის გამოუსადეგარი ინგრედიენტების ასევე უკვე დამზადებული კერძების/სასმელების ჩამოწერის მიზნით:
- აირჩიეთ მარაგები > ზარალი
- დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება‘
- სისტემა ავტომატურად მიანიჭებს დოკუმენტის ნომერს
- აირჩიეთ თარიღი, საწყობი, პასუხისმგებელი პირი,
- ინგრედიენტების სიიდან აირჩიეთ ინგრედიენტები თუკი ახორციელებთ ინგრედიენტების ჩამოწერას
- მენიუს სიიდან აირჩიეთ კერძი/სასმელი თუკი ახორციელებთ დამზადებული კერძის ან სასმელის ჩამოწერას
- მიუთითეთ ჩამოსაწერი კერძის/სასმელის ან ინგრედიენტის რაოდენობა
- სისტემა ავტომატურად დააჯამებს ზარალის თანხას
- ჩაწერეთ კომენტარი (მაგ: ჩამოწერის მიზეზი)
- დააკლიკეთ ‘შენახვა’.
ზარალის ინფორმაციის სისტემაში დარეგისტრირების შემდეგ მარაგები შემცირდება შესაბამისი ოდენობით.
წარმოება მოიცავს 2 და მეტი ინგრედიენტისგან მომზადებულ ნახევარფაბრიკატს რომელიც შემდგომში გამოიყენება როგორც ინგრედიენტი სხვა კერძის ან სასმელის მომზადებისას. ნახევარფაბრიკატის მომზადება ხდება სამზარეულოს ან ბარის პერსონალის მიერ და ინახება საწყობში/მაცივარში შემდგომი გამოყენების მიზნით. ნახევარფაბრიკატებია: ფარში, პომიდორის საწებელი და ა. შ.
სამზარეულოს ან ბარის პერსონალის მიერ მომზადებული ნახევარფაბრიკატი უნდა დარეგისტრირდეს შემდეგნაირად:
- დააკლიკეთ მენიუ > ნახევარფაბრიკატები
- დააკლიკეთ ‘დამატება‘
- ჩაწერეთ ნახევარფაბრიკატის სახელი, კოდი (არ არის სავალდებულო), აირჩიეთ ნახევარფაბრიკატის კატეგორია
- დააკლიკეთ ინგრედიენტების დანახარჯების სიას, აირჩიეთ ინგრედიენტები და ჩაწერეთ მათი რაოდენობა
- აირჩიეთ ნახევარფაბრიკატის მოხმარების ზომის ერთეული, მაგ: ფარშის შემთხვევაში მომხარების ზომის ერთეული იქნება ‘კილოგრამი’
- სისტემა SNACK ავტომატურად დაიანგარიშებს მოხმარების ზომის ერთეულის ფასს
- ჩაწერეთ მინიმალური გაფრთხილების რაოდენობა როცა სისტემა შეახსენებს ნახევარფაბრიკატის მარაგის ამოწურვის შესახებ
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა’
კერძის ან სასმელის გაყიდვის შემდეგ, რომელშიც გამოყენებული იქნება ნახევარფაბრიკატი, მოხდება ნახევარფაბრიკატის რაოდენობის შემცირება რეცეპტში მოცემული რაოდენობის მიხედვით.
აუცილებლად შესასრულებელი!
ნახევარფაბრიკატის დარეგისტრირების შემდეგ დაარეგისტრირეთ ნაწარმოები ნახევარფაბრიკატი წარმოების ნაწილში:
- დააკლიკეთ მარაგები > წარმოება
- დააკლიკეთ ‘დამატება‘
- სისტემა ‘SNACK’ ავტომატურად მიანიჭებს დოკუმენტის ნომერს
- აირჩიეთ საწყობი (საწყობი შეიძლება იყოს ასევე სამზარეულო ან ბარი) სადაც უნდა მოხდეს ნახევარფაბრიკატის შენახვა და მისი გამოყენება
- მიუთითეთ დამზადების თარიღი
- სტატუსის სიიდან აირჩიეთ ‘საბოლოო‘
- ჩამოშალეთ ‘ნახევარფაბრიკატი კერძი/სასმელი‘ სია და აირჩიეთ ნახევაარფაბრიკატის დასახელება
- ჩაწერეთ უკე დამზადებული ნახევარფაბრიკატის რაოდენობა
- დააკლიკეთ ‘შენახვა‘
სისტემა SNACK-ს გააჩნია სამზარეულოს ეკრანის (Kitchen Display System – KDS) მხარდაჭერის ფუნქცია. სისტემაში შეკვეთის რეგისტრირებისთანავე შეკვეთა გამოჩნდება სამზარეულოში განთავსებულ ეკრანზე. ეკრანის გამოყენება ზრდის მზარეულების კონცენტრირებას შეკვეთის დროულად შესრულებაზე, ასევე ამცირებს შეკვეთის გამოტოვების რისკს. ეკრანს გააჩნია თაჩის ფუნქცია შესაბამისად როგორც კი კერძის დამზადება დასრულდება, სამზარეულოს პერსონალი აკლიკებს ღილაკს ‘მზადაა’ რომელსაც შეტყობინების სახით იღებს რესტორნის ოფიციანტები სისტემის POS-ში.
- დააკლიკეთ მარაგები > საწყობი
- აირჩიეთ საწყობი და იმავე ველში დააკლიკეთ ღილაკს ‘გახსენით ეკრანი‘
შენიშვნა: თუ არ გსურთ სამზარეულოს ეკრანის გამოყენება სამზარეულოში ან ბარში, შეგიძლიათ გამოიყენოთ პრინტერი შეკვეთების დასაბეჭდად.
მარაგების რეპორტის სანახავად:
- დააკლიკეთ რეპორტი > მარაგების რეპორტი
- გრაფების შესაბამისად აირჩიეთ მარაგის დასახელება, საწყობი და სხვა მოცემული კრიტერიუმები
მინიმალური ოდენობის მარაგების შესამოწმებლად:
- აირჩიეთ მარაგები > მარაგი
- დააკლიკეთ ლურჯ ღილაკს ‘მინიმალური მარაგები‘
- გაიხსნება შემცირებული მარაგის შეხსენების გვერდი სადაც ნახავთ იმ მარაგების სიას რომელიც მიუახლოვდა მინიმალურ ოდენობას
მარაგების მომწოდებელი კომპანიის დასამატებლად:
- აირჩიეთ მარაგები > მომწოდებლები
- დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება‘
- ჩაწერეთ: სახელი, საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ელ. ფოსტა, მიუთითეთ არის თუ არა კომპანია დღგ-ს გადამხდელი, მისამართი, ხოლო გრაფაში ‘აღწერილობა‘ ჩაწერეთ კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი
მარაგების მომწოდებელი კომპანიის რეგისტრირების დროს აუცილებელია მიუთითოთ არის თუ არა კომპანია დღგ-ს გადამხდელი, ამისათვის:
- დააკლიკეთ მარაგები > მომწოდებლები
- დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება‘
- ჩამოშალეთ ‘გადასახადის გადამხდელი‘ და აირჩიეთ არის თუ არა მომწოდებელი კომპანია დღგ-ს გადამხდელი
შენიშვნა: იმ შემთხვევაში როცა მარაგების მომწოდებელი კომპანია არის დღგ-ს გადამხდელი, კერძის/სასმელის თვითღირებულების გაანგარიშებისას ინგრედიენტის ფასს სისტემა SNACK იანგარიშებს დღგ-ს გარეშე ფასიდან.
იმ შემთხვევში თუკი ინგრედიენტების მომწოდებელი კომპანია წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს, კომპანიის პროფილის შექმნის დროს მითითებული უნდა იქნეს რომ მოცემული კომპანია წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს, ხოლო კერძის/სასმელის თვითღირებულების გაანგარიშებისას სისტემა SNACK მოცემული კომპანიის მიერ მოწოდებული ინგრედიენტის საფასურს იანგარიშებს დღგ-ს გარეშე ფასიდან.
კერძების უმეტესობა შედგება სხვადასხვა ინგრედიენტებისგან რომელთა ფასები შესაძლოა იცვლებოდეს ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად. ინგრედიენტების ფასების ცვალებადობა ქმნის განუყოფელ კავშირს საბოლოო ფასსა და თვითღირებულებას შორის.
კერძის თვითღირებულების კალკულაცია რეგულარულად ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესისთვის. ამისათვის არსებობს რამდენიმე მიზეზი:
1. კერძის თვითღირებულების ცოდნა გეხმარებათ უფრო მეტად კონცენტრირებული იყოთ მენიუს თითოეულ კერძზე. თქვენ უნდა იცოდეთ თითოეული კერძის თვითღირებულება რომ სწორად დაადგინოთ კერძის ფასი თქვენი მიზნობრივი მოგების მარჟის გათვალისწინებით. დაიმახსოვრეთ, მარჟა ეს არის სხვაობა ფასსა და თვითღირებულებას შორის. ეს ძირითადად გამოისახება პროცენტში და იანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
მოგების მარჟა % =( (ფასი – თვითღირებულება)/ფასი) * 100
2. კერძის თვითღირებულების მონიტორინგი მოითხოვს თქვენსგან კერძის თვითღირებულების მუდმივ შემოწმებას ინდივიდუალური ინგრედიენტის დონეზე. ეს საშუალებას გაძლევთ რომ შეამჩნიოთ ფასის რყევები დროთა განმავლობაში;
3. კერძის თვითღირებულების მონიტორინგი დაგეხმარებათ მენიუს ანალიზში. მენიუს ანალიზი მოიცავს: ფასები, მენიუს დიზაინი, განლაგება, სეზონური კერძის არჩევა, ექსტრა კერძები და ა. შ.
გამოიყენეთ მენიუს ატვირთვის ფუნქცია დროის დაზოგვის და სამუშაოების გამარტივების მიზნით.
ჩამოტვირთეთ სისტემიდან სპეციალური Excel-ის ფორმა, წაშალეთ მოცემული მაგალითი, შეავსეთ და ატვირთეთ სისტემაში.
მენიუს ასატვირთად:
- დააკლიკეთ მენიუ > მენიუ
- დააკლიკეთ ღილაკს ‘ატვირთვა‘
- დააკლიკეთ ‘შაბლონის ჩამოტვირთვა‘
- შაბლონის შევსების შემდეგ დააკლიკეთ ‘Choose File‘ და ატვირთეთ Excel-ის ფაილი
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა’
გამოიყენეთ ინგრედიენტების ატვირთვის ფუნქცია დროის დაზოგვის და სამუშაოების გამარტივების მიზნით.
ჩამოტვირთეთ სისტემიდან სპეციალური Excel-ის ფორმა, წაშალეთ მოცემული მაგალითი, შეავსეთ და ატვირთეთ სისტემაში.
ინგრედიენტების ასატვირთად:
- დააკლიკეთ მენიუ > ინგრედიენტები
- დააკლიკეთ ღილაკს ‘ატვირთვა‘
- დააკლიკეთ ‘შაბლონის ჩამოტვირთვა‘
- შაბლონის შევსების შემდეგ დააკლიკეთ ‘Choose File‘ და ატვირთეთ Excel-ის ფაილი
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა’
იმისათვის რომ დაარეგისტრიროთ შეძენილი ინგრედიენტები, შექმნათ კერძები და სასმელები, აუცილებელია ყველა ზომის ერთეულის რეგისტრაცია სისტემაში რომელსაც გამოყენებთ, თქვენი ბიზნესის პროფილის შესაბამისად.
ზომის ერთეულები რომელიც შესაძლოა გამოიყენოთ: კილოგრამი, გრამი, ლიტრი, მილილიტრი, ცალი, ყუთი, პაკეტი, ჭიქა, დოქი, პორცია, და ა.შ.
შენიშვნა: სასურველი ზომის ერთეულების შემოკლებული ფორმით ჩაწერა, მაგ: კილოგრამის ნაცვლად კგ.
ნახევარფაბრიკატი მზადდება სამზარეულოში ან ბარში უკვე შეძენილი ინგრედიენტების გამოყენებით რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნება როგორც ინგრედიენტი სხვა კერძის ან სასმელის დასამზადებლად, მაგ: ხორცის ფარში წარმოადგენს ნახევარფაბრიკატს რომელიც გამოიყენება როგორც ინგრედიენტი ხინკლის დამზადებისას.
- დააკლიკეთ მენიუ > ნახევარფაბრიკატები
- დააკლიკეთ ‘დამატება‘
- ჩაწერეთ ნახევარფაბრიკატის სახელი, კოდი (არ არის სავალდებულო), აირჩიეთ ნახევარფაბრიკატის კატეგორია
- დააკლიკეთ ინგრედიენტების დანახარჯების სიას, აირჩიეთ ინგრედიენტები და ჩაწერეთ მათი რაოდენობა
- აირჩიეთ ნახევარფაბრიკატის მოხმარების ზომის ერთეული, მაგ: ფარშის შემთხვევაში მომხარების ზომის ერთეული იქნება ‘კილოგრამი’
- სისტემა SNACK ავტომატურად დაიანგარიშებს მოხმარების ზომის ერთეულის ფასს
- ჩაწერეთ მინიმალური გაფრთხილების რაოდენობა როცა სისტემა შეახსენებს ნახევარფაბრიკატის მარაგის ამოწურვის შესახებ
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა’
აუცილებლად შესასრულებელი!
ნახევარფაბრიკატის დამზადების შემდეგ, მიღებული ნახევარფაბრიკატი უნდა დარეგისტრირდეს სისტემაში როგორც წარმოება.
- დააკლიკეთ მარაგები > წარმოება
- დააკლიკეთ ‘დამატება‘
- სისტემა ‘SNACK’ ავტომატურად მიანიჭებს დოკუმენტის ნომერს
- აირჩიეთ საწყობი სადაც უნდა მოხდეს ნახევარფაბრიკატის შენახვა და მისი გამოყენება
- მიუთითეთ დამზადების თარიღი
- სტატუსის სიიდან აირჩიეთ ‘საბოლოო‘
- ჩამოშალეთ სია ‘ნახევარფაბრიკატი კერძი/სასმელი‘ აირჩიეთ ნახევაარფაბრიკატის დასახელება
- ჩაწერეთ უკე დამზადებული ნახევარფაბრიკატის რაოდენობა
- დააკლიკეთ ‘შენახვა‘
სტუმრებს ხშირად სურთ შეკვეთილ კერძზე/სასმელზე სხვადასხვა ექსტრა კერძების ან ინგრედიენტების დამატება, მაგ: დამატებითი ავოკადო სალათაში, დამატებითი ყველი პიცაში, დამატებითი კარტოფილის ფრი ბურგერთან ერთად, და ა. შ. რომელსაც გარკვეული ღირებულება გააჩნია და არ არის მოცემული მენიუში როგორც კერძი. ექსტრა კერძებს გააჩნია თავისი ღირებულება.
- დააკლიკეთ მენიუ > ექსტრა
- დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება‘
- ჩაწერეთ სახელი, ფასი, ინგრედიენტის დანახარჯის სიიდან აირჩიეთ ინგრედიენტ(ებ)ი და დანახარჯის ოდენობა
- სურვილის შემთხვევაში ჩაწერეთ აღწერილობა
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა‘
მას შემდეგ როცა ექსტრა სახეობის კერძები იქნება დარეგისტრირებული სისტემაში, ექსტრა კერძ(ებ)ი უნდა მიაკუთვნოთ შესაბამის კერძს, ამისათვის:
- აირჩიეთ მენიუ > მენიუ
- იპოვეთ კერძი/სასმელი და დააკლიკეთ მარჯვენა მხარე მოცემულ 3 წერტილს
- დააკლიკეთ ‘ექსტრას არჩევა‘
- მონიშნეთ ექსტრა კერძი რომელიც შერჩეულ კერძს/სასმელს უკავშირდება
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა‘
კერძი წარმოადგენს თქვენი სამზარეულოს მიერ მომზადებულ საბოლოო პროდუქტს რომელიც მზადდება რეცეპტით, მაგ: ცეზარის სალათი, იმერული ხაჭაპური და ა. შ.
- აირჩიეთ მენიუ > მენიუ
- დააკლიკეთ ‘დამატება‘
- ჩაწერეთ სახელი
- თუ გსურთ კერძის სხვა ენაზე თარგმნა სტუმრისთვის წარსადგენ ანგარიშში, მაგალითად გერმანულად, დააკლიკეთ ‘ანგარიშის ენები‘ და ჩაწერეთ შესაბამის ველში კერძის დასახელება გერმანულად
- ჩაწერეთ კერძის კოდი (არ არის სავალდებულო)
- აირჩიეთ კატეგორია რომელსაც ეკუთვნის კერძი
- დააკლიკეთ ინგრედიენტის დანახარჯის სიას და აირჩიეთ კერძის შემადგენელი ინგრედიენტ(ებ)ი და მათი რაოდენობა შესაბამის ზომის ერთეულში, სისტემა SNACK ავტომატურად დაიანგარიშებს კერძის თვითღირებულებას
- ჩაწერეთ გასაყიდი ფასი გადასახადის გარეშე
- დაწერეთ კერძის აღწერილობა
- ატვირთეთ კერძის/სასმელის ფოტო ზომით 200px x 100px
- მიუთითეთ მომსახურების რომელ სერვისს მიეკუთვნება მოცემული კერძი/სასმელი (სისტემის მეშვეობით კერძები და სასმელები შეგიძლიათ მიაკუთვნოთ 4 კვების სერვისს: საუზმე, სადილი, ვახშამი, გვიანი ღამის კვება)
- მიუთითეთ არის თუ არა კერძი ვეგეტარიანული
- აირჩიეთ მიუკუთვნება თუ არა სასმელს
- სასმელი მზადდება თუ არა ბარში?
- ჩაწერეთ გასაყიდი ფასი
- სისტემა ავტომატურად დაიანგარიშებს კერძის/სასმელის ღირებულების მარჟას და მოგებას გადასახადის ჩათვლით
თუკი თქვენს მიერ გასაყიდი კერძი ან სასმელი სხვადასხვა ზომებისგან შედგება (მაგალითან ბურგერი: პატარა, საშუალო და დიდი), დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება’ და შეავსეთ ზემოთ მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად
შენიშვნები სამზარეულოსთვის
იმ შემთხვევაში თუკი სტუმრის სურვილის შესაბამისად შესაძლოა საჭირო იყოს კერძის/სასმელის მოდიფიკაცია, როგორიცაა მაგ: კოკა კოლა ყინულის გარეშე, სტეიკი საშუალოდ შემწვარი, ბურგერი ხახვის გარეშე და ა. შ. გამოიყენეთ ‘შენიშვნების’ განყოფილება რომელსაც აირჩევს ოფიციანტი შეკვეთის სისტემაში რეგისტრაციის დროს და შენიშვნები გამოჩნდება სამზარეულოს მონიტორზე ან სამზარეულოს შეკვეთის ბარათში.
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენიშვნა‘
- ჩაწერეთ შენიშვნა სამზარეულოსთვის/ბარისთვის
- თუ გსურთ შენიშვნის სხვა ენაზე თარგმნა სტუმრისთვის წარსადგენ ანგარიშში, მაგალითად გერმანულად, დააკლიკეთ ‘შენიშვნის ენები‘ და ჩაწერეთ შესაბამის ველში შენიშვნის დასახელება გერმანულად
- დააკლიკეთ ‘შენახვა’
მენიუს კატეგორიები წარმოადგენენ კერძების და სასმელების ჯგუფებს, მაგ: კატეგორია ‘ყავა’ აერთიანებს: ამერიკანო, ლატე, ესპრესო და ა. შ.
- აირჩიეთ მენიუ > მენიუს კატეგორიები
- ჩაწერეთ კატეგორიის სახელი და აღწერილობა
- დააკლიკეთ ‘შენახვა‘
თქვენ შეგიძლიათ გააერთიანოთ ინგრედიენტები ინგრედიენტების კატეგორიებში რათა მარტივი იყოს კატეგორიების მიხედვით მარაგების კონტროლი.
ინგრედიენტების კატეგორიების შესაქმნელად:
- აირჩიეთ მენიუ > ინგრედიენტების კატეგორიები
- დააკლიკეთ ‘დამატება‘
- ჩაწერეთ კატეგორიის სახელი და მისი აღწერილობა (მაგ: გაზიანი სასმელები – კოკა კოლა, ფანტა, სპრაიტი და ა.შ.)
ინგრედიენტების კატეგორიები არ იქნება ნაჩვენები ოფიციანტების სამუშაო ნაწილში და არ შეუქმნის მათ გაურკვევლობას მუშაობის პროცესში.
მიუთითეთ მარაგების მინიმალური რაოდენობა როცა სისტემა გაგაფრთხილებთ მარაგების დროულად შეძენის შესახებ.
ინგრედიენტები წარმოადგენენ პროდუქტებს რომლებიც გამოიყენება კერძების და სასმელების დასამზადებლად, მაგ: ფქვილი ხაჭაპურის და ხორცი ხაშლამის დასამზადებლად.
ინგრედიენტის დასამატებლად:
- მართვის პანელში აირჩიეთ მენიუ > ინგრედიენტები
- დააკლიკეთ ‘დამატება‘
- დაწერეთ ინგრედიენტის სახელი და კოდი
- აირჩიეთ ინგრედიენტის კატეგორია
- აირჩიეთ შესყიდვის ზომის ერთეულის თანაფარდობა მომხმარების ზომის ერთეულთან, მაგ: 1 კგ = 1000 გრ, 1 ლ = 1000 მლ,
- მიუთითეთ შეძენის ფასი
- სისტემა ავტომატურად დაიანგარიშებს მოხმარების ზომის ერთეულის ფასს
- მიუთითეთ მოცემული ინგრედიენტის მინიმალური გაფრთხილების რაოდენობა ანუ მინიმალური რაოდენობა როცა უკვე უნდა განხორციელდეს მარაგის შეძენა შევსების მიზნით
სისტემის მომხმარებლისთვის პაროლის შესაცვლელად:
- მარცხენა მხარეს მენიუდან აირჩიეთ ‘ადამიანური რესურსების მართვა‘
- დააკლიკეთ ‘მომხმარებლის მართვა‘
- მონიშნეთ მომხმარებელი და დააკლიკეთ ‘შეცვლა‘
საჭირო ლინკები:
მართვის პანელი წარმოადგენს განყოფილებას სისტემაში სადაც თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მენიუ, გაატაროთ და აკონტროლოთ მარაგები, შეამოწმოთ თქვენი ბიზნესის ფინანსური მონაცემები და აკონტროლოთ შემოსავლები, მართოთ თანამრომლების პროფილები.
მართვის პანელში შესასვლელად, მომხმარებელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ფუნქციები მინიჭებული.
- ნებისმიერი ბრაუზერის მეშვეობით გახსენით სისტემა ‘Snack’
- დააკლიკეთ ღილაკს ‘ელ.ფოსტა‘
- შეიყვანეთ თქვენი ელ. ფოსტა და პაროლი, დააკლიკეთ ღილაკს ‘შესვლა‘
- სისტემაში შესვლის შემდეგ თქვენ შეძლებთ სხვადასხვა ოპერაციების შესრულებას.
საჭირო ლინკები:
სისტემის ახალი მომხმარებლის ანგარიშის შექმნის საჭიროების შემთხვევაში უნდა განახორციელოთ მისი რეგისტრაცია:
- მართვის პანელში აირჩიეთ ‘ადამიანური რესურსების მართვა‘
- შემდეგ აირჩიეთ ‘მომხმარებლის მართვა‘
- დააკლიკეთ ‘დამატება‘
- ჩაწერეთ: სახელი, ელ ფოსტა, ტელეფონის ნომერი, თანამდებობა
- მონიშნეთ ობიექტი სადაც მუშაობს მომხმარებელი
- შემდეგ აირჩიეთ ‘დიახ‘
- ჩაწერეთ პაროლი, გაიმეორეთ იგივე პაროლი
- ოფიციანტისთვის მიუთითეთ პინ კოდი (სასურველია გამოიყენოთ ღილაკი ‘ახალი პაროლი‘)
- მონიშნეთ ფუნქცია რომელიც ენიჭება მომხმარებელს სისტემაში მუშაობის დროს (მაგ: ოფიციანტის შემთხვევაში საკმარისია მონიშნოთ უფლება ‘POS’
- ჩაწერეთ წაშლის უფლების კოდი რომლითაც ისარგებლებს მომხმარებელი სისტემაში შეკვეთების წაშლის დროს (არ მიუთითოთ ეს კოდი თუკი ამ უფლებას არ ანიჭებთ მომხმარებელს).
- თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ იმდენი მომხმარებელი რამდენიც გსურთ, სრულიად უფასოდ.
- სისტემა ითხოვს რომ ოფიციანტის რეგისტრაციის დროს მითითებული იქნეს ელ.ფოსტის მისამართი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მას უფლება ექნება ქონდეს წვდომა მართვის პანელთან.
- თუ გსურთ თანამშრომლების სამსახურში მოსვლის და წავლის დროის აღრიცხვა, აირჩიეთ ‘ადამიანური რესურსების მართვა‘ > ‘თანამშრომლები’ > ‘დამატება’.
საჭირო ლინკები:
სისტემაში შესასვლელად გამოიყენეთ თქვენი რეგისტრაციის მონაცემები:
- გახსენით თქვენი სისტემა ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით თქვენს კომპიუტერში ან ლეპტოპში
- ოფიციანტის შემთხვევაში დააკლიკეთ ღილაკს Pin Code და შეიყვანეთ თქვენი პინ კოდი, შემდეგ დააკლიკეთ Done
- სისტემაში შესვლის შემდეგ გახსენით სალარო სალაროში არსებული ნაღდი თანხის მითითებით
მფლობელის შემთხვევაში მართვის პანელში შესასვლელად:
- დააკლიკეთ ღილაკს Email, შეიყვანეთ ელ. ფოსტის მისამართი და პაროლი, შემდეგ დააკლიკეთ Login
- სისტემაში შესვლის შემდეგ გახსენით სალარო სალაროში არსებული ნაღდი თანხის მითითებით
პაროლის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, მართვის პანელიდან აირჩიეთ ღილაკი ‘ადამიანური რესურსების მართვა‘ > პაროლის შეცვლა.
სისტემის მომხმარებლის პროფილში ცვლილებების შეტანის საჭიროების შემთხვევაში, მართვის პანელიდან ირჩიეთ ღილაკი ‘ადამიანური რესურსების მართვა‘ > ‘პროფილის შეცვლა’.
საჭირო ლინკები: