სისტემის ახალი მომხმარებლის ანგარიშის შექმნის საჭიროების შემთხვევაში უნდა განახორციელოთ მისი რეგისტრაცია:
- მართვის პანელში აირჩიეთ ‘ადამიანური რესურსების მართვა‘
- შემდეგ აირჩიეთ ‘მომხმარებლის მართვა‘
- დააკლიკეთ ‘დამატება‘
- ჩაწერეთ: სახელი, ელ ფოსტა, ტელეფონის ნომერი, თანამდებობა
- მონიშნეთ ობიექტი სადაც მუშაობს მომხმარებელი
- შემდეგ აირჩიეთ ‘დიახ‘
- ჩაწერეთ პაროლი, გაიმეორეთ იგივე პაროლი
- ოფიციანტისთვის მიუთითეთ პინ კოდი (სასურველია გამოიყენოთ ღილაკი ‘ახალი პაროლი‘)
- მონიშნეთ ფუნქცია რომელიც ენიჭება მომხმარებელს სისტემაში მუშაობის დროს (მაგ: ოფიციანტის შემთხვევაში საკმარისია მონიშნოთ უფლება ‘POS’
- ჩაწერეთ წაშლის უფლების კოდი რომლითაც ისარგებლებს მომხმარებელი სისტემაში შეკვეთების წაშლის დროს (არ მიუთითოთ ეს კოდი თუკი ამ უფლებას არ ანიჭებთ მომხმარებელს).
- თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ იმდენი მომხმარებელი რამდენიც გსურთ, სრულიად უფასოდ.
- სისტემა ითხოვს რომ ოფიციანტის რეგისტრაციის დროს მითითებული იქნეს ელ.ფოსტის მისამართი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მას უფლება ექნება ქონდეს წვდომა მართვის პანელთან.
- თუ გსურთ თანამშრომლების სამსახურში მოსვლის და წავლის დროის აღრიცხვა, აირჩიეთ ‘ადამიანური რესურსების მართვა‘ > ‘თანამშრომლები’ > ‘დამატება’.
საჭირო ლინკები: