სისტემა SNACK-ის მოდელით, კერძების და სასმელების დასამზადებლად შეძენილი მარაგები თავს იყრიან მთავარ საწყობში საიდანაც უნდა განხორციელდეს კერძების და სასმელების საწარმოებლად საჭირო რაოდენობის მარაგების გადაწერა როგორც სამზარეულოში, ასევე ბარში ან სხვა საწყობში. შესაბამისად მთავარი საწყობიდან არ ხდება მარაგების ჩამოწერა კერძების და სასმელების დამზადების და გაყივის შემდეგ.

სისტემა SNACK წარმოადგენს მრავალ-საწყობიანი მოდელის სისტემას სადაც აუცილებელია მინიმუმ 1 ქვესაწყობის შექმნა მაინც იმისათვის რომ მარაგების ჩამოწერა მოხდეს მათი ხარჯვის შემდეგ. ქვესაწყობი შეიძლება იყოს სამზარეულო, ბარი, ასევე სასმელების საწყობი, ხორცის საწყობი და ა. შ, კონკრეტული ბიზნესის მოდელიდან გამომდინარე. შესაბამისად ოფიციანტებისგან გაგზავნილი შეკვეთა მიემართება ქვესაწყობში და არა მთავარ საწყობში.