წარმოება მოიცავს 2 და მეტი ინგრედიენტისგან მომზადებულ ნახევარფაბრიკატს რომელიც შემდგომში გამოიყენება როგორც ინგრედიენტი სხვა კერძის ან სასმელის მომზადებისას. ნახევარფაბრიკატის მომზადება ხდება სამზარეულოს ან ბარის პერსონალის მიერ და ინახება საწყობში/მაცივარში შემდგომი გამოყენების მიზნით. ნახევარფაბრიკატებია: ფარში, პომიდორის საწებელი და ა. შ.
სამზარეულოს ან ბარის პერსონალის მიერ მომზადებული ნახევარფაბრიკატი უნდა დარეგისტრირდეს შემდეგნაირად:
- დააკლიკეთ მენიუ > ნახევარფაბრიკატები
- დააკლიკეთ ‘დამატება‘
- ჩაწერეთ ნახევარფაბრიკატის სახელი, კოდი (არ არის სავალდებულო), აირჩიეთ ნახევარფაბრიკატის კატეგორია
- დააკლიკეთ ინგრედიენტების დანახარჯების სიას, აირჩიეთ ინგრედიენტები და ჩაწერეთ მათი რაოდენობა
- აირჩიეთ ნახევარფაბრიკატის მოხმარების ზომის ერთეული, მაგ: ფარშის შემთხვევაში მომხარების ზომის ერთეული იქნება ‘კილოგრამი’
- სისტემა SNACK ავტომატურად დაიანგარიშებს მოხმარების ზომის ერთეულის ფასს
- ჩაწერეთ მინიმალური გაფრთხილების რაოდენობა როცა სისტემა შეახსენებს ნახევარფაბრიკატის მარაგის ამოწურვის შესახებ
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა’
კერძის ან სასმელის გაყიდვის შემდეგ, რომელშიც გამოყენებული იქნება ნახევარფაბრიკატი, მოხდება ნახევარფაბრიკატის რაოდენობის შემცირება რეცეპტში მოცემული რაოდენობის მიხედვით.
აუცილებლად შესასრულებელი!
ნახევარფაბრიკატის დარეგისტრირების შემდეგ დაარეგისტრირეთ ნაწარმოები ნახევარფაბრიკატი წარმოების ნაწილში:
- დააკლიკეთ მარაგები > წარმოება
- დააკლიკეთ ‘დამატება‘
- სისტემა ‘SNACK’ ავტომატურად მიანიჭებს დოკუმენტის ნომერს
- აირჩიეთ საწყობი (საწყობი შეიძლება იყოს ასევე სამზარეულო ან ბარი) სადაც უნდა მოხდეს ნახევარფაბრიკატის შენახვა და მისი გამოყენება
- მიუთითეთ დამზადების თარიღი
- სტატუსის სიიდან აირჩიეთ ‘საბოლოო‘
- ჩამოშალეთ ‘ნახევარფაბრიკატი კერძი/სასმელი‘ სია და აირჩიეთ ნახევაარფაბრიკატის დასახელება
- ჩაწერეთ უკე დამზადებული ნახევარფაბრიკატის რაოდენობა
- დააკლიკეთ ‘შენახვა‘