სისტემა SNACK-ის სტრუქტურით, მარაგების შეძენის დროს ყველა ინგრედიენტი შედის მთავარ საწყობში რომელიც შემდგომ მთავარი საწყობის მენეჯერი ან რესტორნის მენეჯერი საჭირო რაოდენობის მარაგებს გადააწერს სხვა საწყობებს. სხვა საწყობი შეიძლება იყოს სამზარეულო ან ბარი, ან სხვა ტიპის საწყობი, რომელიც იღებს კერძების და სასმელების მომზადებისთვის საჭირო რაოდენობის მარაგებს, შესაბამისად მარაგების ჩამოწერის მიზნით სხვა ტიპის საწყობის შექმნა აუცილებელია.

შენიშვნა: კერძების და სასმელების გაყიდვის შემდეგ მთავარი საწყობიდან მარაგების ჩამოწერა არ ხორციელდება. 

  • აირჩიეთ მარაგები > ტრანსფერი
  • დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება
  • სისტემა ავტომატურად მიანიჭებს დოკუმენტის ნომერს
  • მიუთითეთ თარიღი, აირჩიეთ საწყობი საიდანაც ახდენთ მარაგების გადაწერას, შემდეგ აირჩიეთ საწყობი სადაც ახდენთ მარაგების გადაწერას
  • დააკლიკეთ ინგრედიენტების სიას და აირჩიეთ ინგრედიენტი რომლის გადაწერას ახდენთ საწყობიდან საწყობში
  • სისტემა ავტომატურად ჩასვამს ინგრედიენტის ერთეულის ფასს
  • გრაფაში ‘რაოდ/თანხა‘ ჩაწერეთ გადასაწერი ინგრედიენტის ოდენობა
  • სისტემა ავტომატურად დაიანგარიშებს გადასაწერი ინგრედიენტის ჯამურ ფასს, ანუ რა თანხის მარაგი იქნება გადაწერილი
  • დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა‘.