სისტემა SNACK-ის დანერგვის დროს შესაძლებელია მარაგების ერთიანად ატვირთვა რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს დროს. განახორციელეთ მარაგების ხელით გადათვლა და აწონვა, შემდეგ კი ატვირთეთ სისტემაში ერთჯერადად.
- თუ ინგრედიენტები არ გაქვთ სისტემაში დამატებული, ჯერ დაამატეთ ყველა ინგრედიენტი სისტემაში მოცემული ინსტრუქციის გამოყენებით: როგორ დავამატოთ ინგრედიენტები?
ინგრედიენტების სისტემაში დამატების შემდეგ:
- აირჩიეთ მარაგები > მარაგების ერთიანად ატვირთვა
- აირჩიეთ ობიექტი რომლის მარაგების ატვირთვას გეგმავთ
- აირჩიეთ შესაბამისი საწყობი (საწყობი შეიძლება ასევე იყოს სამზარეულო ან ბარი)
- დააკლიკეთ ღილაკს ‘ძებნა‘
- გაიხსნება უკვე დამატებული ინგრედიენტების სია
- სვეტში ‘მიმდინარე მარაგები/მთავარი საწყობი‘ ჩაწერეთ ინგრედიენტის რაოდენობა რომელიც მიიღეთ საწყობის აღწერის შემდეგ
- დააკლიკეთ ‘შენახვა‘
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუკი რომელიმე ინგრედიენტის მარაგის მონაცემების არასწორად ჩაწერეთ, შესწორების მიზნით მხოლოდ შესასწორებელი მარაგის ოდენობის გრაფა შეასწორეთ ზუსტი ციფრით.