ნებისმიერი ბიზნესის მართვის დროს წარმოიქმნება საოპერაციო ხარჯები, როგორიცაა: იჯარა, თანამშრომლების ხელფასები, კომუნალური გადასახადები, დაზღვევის გადახდები, ლიცენზიის საფასური, მარკეტინგული და სარეკლამო ხარჯები, რესტორნის მართვის სისტემის საფასური, სამზარეულოს ინვენტარის შეძენის ხარჯები, შეკეთების ხარჯები და ა.შ.
საოპერაციო ხარჯების გატარების მიზნით:
- აირჩიეთ ფინანსები > საოპერაციო ხარჯი
- დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება‘
- აირჩიეთ თარიღი, ჩაწერეთ თანხა, აირჩიეთ საოპერაციო ხარჯის კატეგორია, სიიდან აირჩიეთ პასუხისმგებელი პირი
- აირჩიეთ გადახდის მეთოდი
- გრაფაში შენიშვნა ჩაწერეთ გადახდასთან დაკავშირებული კომენტარი ან შენიშვნა.
გაითვალისწინეთ, ნაღდი თანხით გადახდა აისახება სალაროს რეპორტში და სხვა რეპორტებში.