სტუმრებს ხშირად სურთ შეკვეთილ კერძზე/სასმელზე სხვადასხვა ექსტრა კერძების ან ინგრედიენტების დამატება, მაგ: დამატებითი ავოკადო სალათაში, დამატებითი ყველი პიცაში, დამატებითი კარტოფილის ფრი ბურგერთან ერთად, და ა. შ. რომელსაც გარკვეული ღირებულება გააჩნია და არ არის მოცემული მენიუში როგორც კერძი. ექსტრა კერძებს გააჩნია თავისი ღირებულება.
- დააკლიკეთ მენიუ > ექსტრა
- დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება‘
- ჩაწერეთ სახელი, ფასი, ინგრედიენტის დანახარჯის სიიდან აირჩიეთ ინგრედიენტ(ებ)ი და დანახარჯის ოდენობა
- სურვილის შემთხვევაში ჩაწერეთ აღწერილობა
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა‘
მას შემდეგ როცა ექსტრა სახეობის კერძები იქნება დარეგისტრირებული სისტემაში, ექსტრა კერძ(ებ)ი უნდა მიაკუთვნოთ შესაბამის კერძს, ამისათვის:
- აირჩიეთ მენიუ > მენიუ
- იპოვეთ კერძი/სასმელი და დააკლიკეთ მარჯვენა მხარე მოცემულ 3 წერტილს
- დააკლიკეთ ‘ექსტრას არჩევა‘
- მონიშნეთ ექსტრა კერძი რომელიც შერჩეულ კერძს/სასმელს უკავშირდება
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა‘