სისტემაში თანამშრომლის დამატება ხდება მისი მოსვლის და წასვლის დროის აღრიცხვის მიზნით. მსგავსი აღრიხვა ეხმარება ბიზნესის მფლობელს აკონტროლოს თანამშრომლების მუშაობის ხანგრძლივობა.
- აირჩიეთ ადამიანური რესურსები > თანამშრომლები
- დააკლიკეთ ‘დამატება‘
- სისტემა ავტომატურად მიანიჭებს დოკუმენტის ნომერს
- აირჩიეთ თარიღი, შემდეგ თანამშომლის სახელი
- სისტემა ავტომატურად დააფიქსირებს თანამშრომლის მოსვლის დროს რომელიც ემთხვევა კომპიუტერში არსებულ დროს
- მიუთითეთ თანამშრომლის წასვლის დრო
- გრაფაში ‘შენიშვნა’ ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი შენიშვნა ან კომენტარი
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა’
სისტემა განახორციელებს დარეგისტრირებული თანამშრომლის მუშაობის დროის აღრიხვას რომელიც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თანამშრომლების სიის გვერდზე სვეტში ‘დრო სულ‘