კერძი წარმოადგენს თქვენი სამზარეულოს მიერ მომზადებულ საბოლოო პროდუქტს რომელიც მზადდება რეცეპტით, მაგ: ცეზარის სალათი, იმერული ხაჭაპური და ა. შ.
- აირჩიეთ მენიუ > მენიუ
- დააკლიკეთ ‘დამატება‘
- ჩაწერეთ სახელი
- თუ გსურთ კერძის სხვა ენაზე თარგმნა სტუმრისთვის წარსადგენ ანგარიშში, მაგალითად გერმანულად, დააკლიკეთ ‘ანგარიშის ენები‘ და ჩაწერეთ შესაბამის ველში კერძის დასახელება გერმანულად
- ჩაწერეთ კერძის კოდი (არ არის სავალდებულო)
- აირჩიეთ კატეგორია რომელსაც ეკუთვნის კერძი
- დააკლიკეთ ინგრედიენტის დანახარჯის სიას და აირჩიეთ კერძის შემადგენელი ინგრედიენტ(ებ)ი და მათი რაოდენობა შესაბამის ზომის ერთეულში, სისტემა SNACK ავტომატურად დაიანგარიშებს კერძის თვითღირებულებას
- ჩაწერეთ გასაყიდი ფასი გადასახადის გარეშე
- დაწერეთ კერძის აღწერილობა
- ატვირთეთ კერძის/სასმელის ფოტო ზომით 200px x 100px
- მიუთითეთ მომსახურების რომელ სერვისს მიეკუთვნება მოცემული კერძი/სასმელი (სისტემის მეშვეობით კერძები და სასმელები შეგიძლიათ მიაკუთვნოთ 4 კვების სერვისს: საუზმე, სადილი, ვახშამი, გვიანი ღამის კვება)
- მიუთითეთ არის თუ არა კერძი ვეგეტარიანული
- აირჩიეთ მიუკუთვნება თუ არა სასმელს
- სასმელი მზადდება თუ არა ბარში?
- ჩაწერეთ გასაყიდი ფასი
- სისტემა ავტომატურად დაიანგარიშებს კერძის/სასმელის ღირებულების მარჟას და მოგებას გადასახადის ჩათვლით
თუკი თქვენს მიერ გასაყიდი კერძი ან სასმელი სხვადასხვა ზომებისგან შედგება (მაგალითან ბურგერი: პატარა, საშუალო და დიდი), დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება’ და შეავსეთ ზემოთ მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად
შენიშვნები სამზარეულოსთვის
იმ შემთხვევაში თუკი სტუმრის სურვილის შესაბამისად შესაძლოა საჭირო იყოს კერძის/სასმელის მოდიფიკაცია, როგორიცაა მაგ: კოკა კოლა ყინულის გარეშე, სტეიკი საშუალოდ შემწვარი, ბურგერი ხახვის გარეშე და ა. შ. გამოიყენეთ ‘შენიშვნების’ განყოფილება რომელსაც აირჩევს ოფიციანტი შეკვეთის სისტემაში რეგისტრაციის დროს და შენიშვნები გამოჩნდება სამზარეულოს მონიტორზე ან სამზარეულოს შეკვეთის ბარათში.
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენიშვნა‘
- ჩაწერეთ შენიშვნა სამზარეულოსთვის/ბარისთვის
- თუ გსურთ შენიშვნის სხვა ენაზე თარგმნა სტუმრისთვის წარსადგენ ანგარიშში, მაგალითად გერმანულად, დააკლიკეთ ‘შენიშვნის ენები‘ და ჩაწერეთ შესაბამის ველში შენიშვნის დასახელება გერმანულად
- დააკლიკეთ ‘შენახვა’