მარაგების შეძენის დროს, სისტემაში რეგისტრირებისას, მათი აღრიცხვა ხდება მთავარ საწყობში, ამისათვის:
- აირჩიეთ მარაგები > შეძენა
- დააკლიკეთ ‘დაამატეთ შეძენა‘
- სისტემა ავტომატურად მიანიჭებს დოკუმენტის ნომერს
- აირჩიეთ მომწოდებელი, თარიღი
- დააკლიკეთ ‘ინგრედიენტების‘ სიას და აირჩიეთ ინგრედიენტი
- დაწერეთ ‘ერთეულის ფასი გადასახადის გარეშე‘
- დაწერეთ ‘რაოდენობა‘
- სისტემა ავტომატურად დაიანგარიშებს ჯამს გადასახადის გარეშე, დღგ-ს და სულ ჯამს გადასახადის ჩათვლით
- გრაფაში ‘გადახდილი‘ მიუთითეთ თანხის ოდენობა რომელიც გადახდილი გაქვთ მარაგების მომწოდებლისთვის, თუკი თანხა არ გაქვთ გადახდილი, მაშინ ჩაწერეთ 0
- სისტემა ავტომატურად დაიანგარიშებს დავალიანების ოდენობას
- მიუთითეთ გადახდის მეთოდი რომელსაც იყენებთ მოცემული მარაგის მომწოდებელ კომპანიასთან ფინანსური ანგარიშსწორების დროს.
შენიშვნა:
თვითღირებულების გაანგარიშების დროს კერძში და სასმელში ინგრედიენტის წილის ფასის გაანგარიშება ხდება გადასახადის გარეშე ფასიდან.