სისტემის მომხმარებელი შეიძლება იყვნენ შემდეგი პირები:
- ბიზნესის მფლობელი
- მენეჯერი
- ბუღალტერი
- საწყობის მენეჯერი
- ბარმენი
- შეფ-მზარეული
- ოფიციანტები
მომხმარებლის დამატების მიზნით:
- აირჩიეთ ადამიანური რესურსები > მომხმარებლის მართვა
- დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება‘
- დაწერეთ მომხმარებლის სახელი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი
- დაწერეთ ‘თანამდებობა‘ (ოფიციანტის შემთხვევაში მიუთითეთ ‘ოფიციანტი’ რომელიც გამოჩნდება ოფიციანტის ნაწილში POS-ში
- მონიშნეთ ობიექტი სადაც ექნება წვდომა მომხმარებელს
- შეკითხვა ‘შესვლა?‘ უპასუხეთ — ‘დიახ‘
- დაწერეთ პაროლი, გაიმეორეთ იგივე პაროლი,
- ოფიციანტებისთვის მიუთითეთ პინ კოდი (სასურველი დააკლიკოთ პინ კოდის გენერატორს და სისტემა ავტომატურად მიანიჭებს პინ კოდს)
- მონიშნეთ ფუნქციები სადაც ექნებათ წვდომა მომხმარებელს (მაგ: მფლობელის შემთხვევაში მონიშნეთ ყველა ფუნქცია, ხოლო ოფიციანტის შემთხვევაში მონიშნეთ მხოლოდ POS)
- თუკი მომხმარებელს ანიჭებთ უფლებას წაშალოს კერძი, სასმელი ან გაყიდვის ტრანზაქცია, მიუთითეთ სპეც კოდი (რეკომენდაცია: ასეთი უფლება შეიძლება ქონდეს მფლობელს, მენეჯერს და სხვა პირს, მფლობელის გადაწყვეტილებით.