ნახევარფაბრიკატი მზადდება სამზარეულოში ან ბარში უკვე შეძენილი ინგრედიენტების გამოყენებით რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნება როგორც ინგრედიენტი სხვა კერძის ან სასმელის დასამზადებლად, მაგ: ხორცის ფარში წარმოადგენს ნახევარფაბრიკატს რომელიც გამოიყენება როგორც ინგრედიენტი ხინკლის დამზადებისას.
- დააკლიკეთ მენიუ > ნახევარფაბრიკატები
- დააკლიკეთ ‘დამატება‘
- ჩაწერეთ ნახევარფაბრიკატის სახელი, კოდი (არ არის სავალდებულო), აირჩიეთ ნახევარფაბრიკატის კატეგორია
- დააკლიკეთ ინგრედიენტების დანახარჯების სიას, აირჩიეთ ინგრედიენტები და ჩაწერეთ მათი რაოდენობა
- აირჩიეთ ნახევარფაბრიკატის მოხმარების ზომის ერთეული, მაგ: ფარშის შემთხვევაში მომხარების ზომის ერთეული იქნება ‘კილოგრამი’
- სისტემა SNACK ავტომატურად დაიანგარიშებს მოხმარების ზომის ერთეულის ფასს
- ჩაწერეთ მინიმალური გაფრთხილების რაოდენობა როცა სისტემა შეახსენებს ნახევარფაბრიკატის მარაგის ამოწურვის შესახებ
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა’
აუცილებლად შესასრულებელი!
ნახევარფაბრიკატის დამზადების შემდეგ, მიღებული ნახევარფაბრიკატი უნდა დარეგისტრირდეს სისტემაში როგორც წარმოება.
- დააკლიკეთ მარაგები > წარმოება
- დააკლიკეთ ‘დამატება‘
- სისტემა ‘SNACK’ ავტომატურად მიანიჭებს დოკუმენტის ნომერს
- აირჩიეთ საწყობი სადაც უნდა მოხდეს ნახევარფაბრიკატის შენახვა და მისი გამოყენება
- მიუთითეთ დამზადების თარიღი
- სტატუსის სიიდან აირჩიეთ ‘საბოლოო‘
- ჩამოშალეთ სია ‘ნახევარფაბრიკატი კერძი/სასმელი‘ აირჩიეთ ნახევაარფაბრიკატის დასახელება
- ჩაწერეთ უკე დამზადებული ნახევარფაბრიკატის რაოდენობა
- დააკლიკეთ ‘შენახვა‘