სისტემა ‘SNACK’-ში საწყობის შექმნა აუცილებელია თუკი გსურთ მარაგების ხარჯვის აღრიცხვის წარმოება.
საწყობი შეიძლება იყოს: სამზარეულო და/ან ბარი, ანუ სივრცე სადაც ხორციელდება კერძების და სასმელების მომზადება.
- აირჩიეთ მარაგები > საწყობი
- დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება‘
- დაწერეთ საწყობის სახელი
- მონიშნეთ კატეგორიები
- აირჩიეთ ობიექტი რომელსაც ამარაგებს ეს საწყობი
- აირჩიეთ პრინტერი
- დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა‘.
საწყობის შექმნის შემდეგ საწყობს ავტომატურად მიენიჭება თაჩ ეკრანის გახსნის ღილაკი რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ შეკვეთების თაჩ ეკრანის გახსნისთვის.