ვადაგადული, დამპალი და გამოყენებისთვის გამოუსადეგარი ინგრედიენტების ასევე უკვე დამზადებული კერძების/სასმელების ჩამოწერის მიზნით:
- აირჩიეთ მარაგები > ზარალი
- დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება‘
- სისტემა ავტომატურად მიანიჭებს დოკუმენტის ნომერს
- აირჩიეთ თარიღი, საწყობი, პასუხისმგებელი პირი,
- ინგრედიენტების სიიდან აირჩიეთ ინგრედიენტები თუკი ახორციელებთ ინგრედიენტების ჩამოწერას
- მენიუს სიიდან აირჩიეთ კერძი/სასმელი თუკი ახორციელებთ დამზადებული კერძის ან სასმელის ჩამოწერას
- მიუთითეთ ჩამოსაწერი კერძის/სასმელის ან ინგრედიენტის რაოდენობა
- სისტემა ავტომატურად დააჯამებს ზარალის თანხას
- ჩაწერეთ კომენტარი (მაგ: ჩამოწერის მიზეზი)
- დააკლიკეთ ‘შენახვა’.
ზარალის ინფორმაციის სისტემაში დარეგისტრირების შემდეგ მარაგები შემცირდება შესაბამისი ოდენობით.