მთავარ საწყობში მიღებული მარაგები უნდა იქნეს გადაწერილი 1 ან რამდენიმე საწყობში (საწყობი შეიძლება იყოს სამზარეულო ან ბარი) საიდანაც განხორციელდება მარაგების ხარჯვა/ჩამოწერა ანუ კერძების და სასმელების მომზადება.

მთავარი საწყობიდან სხვა საწყობებში ან საწყობებს შორის მარაგების გადაწერის მიზნით:

  • აირჩიეთ მარაგები > ტრანსფერი
  • დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება
  • სისტემა ავტომატურად მიანიჭებს დოკუმენტის ნომერს
  • მიუთითეთ თარიღი, აირჩიეთ საწყობი საიდანაც ახდენთ მარაგების გადაწერას, შემდეგ აირჩიეთ საწყობი სადაც ახდენთ მარაგების გადაწერას
  • დააკლიკეთ ინგრედიენტების სიას და აირჩიეთ ინგრედიენტი რომლის გადაწერას ახდენთ საწყობიდან საწყობში
  • სისტემა ავტომატურად ჩასვამს ინგრედიენტის ერთეულის ფასს
  • გრაფაში ‘რაოდ/თანხა‘ ჩაწერეთ გადასაწერი ინგრედიენტის ოდენობა
  • სისტემა ავტომატურად დაიანგარიშებს გადასაწერი ინგრედიენტის ჯამურ ფასს, ანუ რა თანხის მარაგი იქნება გადაწერილი
  • დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა‘.