მენიუს მოკლე დროში სისტემაში შესაყვანად შეასრულეთ ქვემოთ მოცემული ინსტრუქცია ზუსტი თანმიმდევრობით:

მარცხენა მხარეს სისტემის მენიუდან:

  • დაამატეთ ზომის ერთეულები: კილოგრამი, გრამი, ლიტრი, მილილიტრი, ცალი, ჭიქა, ბოთლი, და ა. შ. (აირჩიეთ მენიუ > ზომის ერთეულები > დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება’)
  • დაამატეთ მენიუს კატეგორიები როგორიცაა: ცივი კერძები, ცხელი კერძები, უალკოჰოლო სასმელები, ალკოჰოლური სასმელები, დესერტი, ყავა და ჩაი და ა.შ. (აირჩიეთ მენიუ > მენიუს კატეგორიები > დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება’)ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ მენიუ:
  • აირჩიეთ მენიუ > მენიუ > დაკლიკეთ ღილაკს დამატება
  • ველში ‘სახელი’ ჩაწერეთ თქვენი კერძის ან სასმელის დასახელება
  • აირჩიეთ ‘მენიუს კატეგორია‘ (მაგ; ცივი კერძები, ცხელი კერძები, დესერტი და ა. შ) რომელსაც ეკუთვნის მოცემული კერძი ან სასმელი
  • თუ კერძი არის ვეგეტარიანული, შეკითხვაზე ‘არის ეს ვეგ. კერძი? აირჩიეთ ‘დიახ
  • თუ არეგისტრირებთ სასმელს, შეკითხვაზე ‘არის ეს სასმელი? აირჩიეთ ‘დიახ
  • თუ ბარის სასმელს არეგისტრირებთ სისტემაში, შეკითხვაზე ‘არის ეს ბარის სასმელი? აირჩიეთ ‘დიახ
  • ჩაწერეთ კერძის ან სასმელის გასაყიდი ფასი ველში  ‘გასაყიდი ფასი (გადას. ჩათვლით)’დააკლიკეთ ღილაკს ‘შენახვა‘.თუ გსურთ კერძების და სასმელების ფოტოების ატვირთვა სისტემაში:
  • ფოტოს ზომა აუცილებლად უნდა იყოს 200px x 100px, ფოტოები შეგიძლიათ ატვირთოთ ფოტოზე ნაჩვენებ ღილაკზე დაკლიკებით

თუკი თქვენს მიერ გასაყიდი კერძი ან სასმელი სხვადასხვა ზომებისგან შედგება (მაგალითან ბურგერი: პატარა, საშუალო და დიდი), დააკლიკეთ ღილაკს ‘დამატება’ და შეავსეთ ზემოთ მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად